weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ინდონეზიაში ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 400-ს გადააჭარბა

01:05 კვირა, 30 სექტემბერი 2018

ინდონეზიის ქალაქ პალუში სულ მცირე 400 ადამიანი დაიღუპა ცუნამის შედეგად, რომელიც 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

ქალაქის მთავარი საავადმყოფო დანგრეულია, რის გამოც დაშავებულებს სამედიცინო დახმარებას ქუჩაში, ღია ცის ქვეშ, ან კარვებში უწევენ. საავადმყოფოს გარდა დაზიანებულია, სავაჭრო ობიექტები, მეჩეთები, ხიდები და გზები.

კუნძულ სულავესზე მიწისძვრა 28 სექტემბერს მოხდა. მისი შედეგები კატასტროფული აღმოჩნდა ქალაქ პალუსთვის, სადაც ასობით ადამიანი პლაჟის ფეტივალისთვის ემზადებოდა. იმ დროს, როდესაც სამ მეტრის სიმაღლის ტალღები სანაპირო ზოლს დაატყდა თავს, იქ ჯერ კიდევ იყვნენ ფესტივალის მონაწილეები.

სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება, თუმცა ელექტროენერგიის არარსებობის პირობებში სამუშაოები გართულებულია.

ინდონეზია მდებარეობს წყნარი ოკეანის ე.წ. „ცეცხლოვანი რკალის“ ზონაში, სადაც ტექტონიკური ფილების გადაადგილება ვულკანური აქტივობებისა და ხშირი მიწისძვრების მიზეზი ხდება. ამ რეგიონში 130-ზე მეტი აქტიური ვულკანია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]