weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეების დემონსტრაცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა

11:01 სამშაბათი, 02 ოქტომბერი 2018

ბარსელონაში კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეების დემონსტრაცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეთა ნაწილმა რეგიონული პარლამენტის შენობის შტურმი და ქალაქის ცენტრში ბარიკადების აღმართვა სცადა. რადიკალურად განწყობილმა ნიღბიანმა დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს ქვები ესროლეს. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები გამოიყენა.

მანამდე, დღის განმავლობაში ქალაქის სხვადასხვა რაიონში აქტივისტებმა საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალები გადაკეტეს.

მომიტინგეები სტვენით შეხვდნენ კატალონიის ლიდერ კიმ ტორას გამოსვლას. დემონსტრანტები აცხადებდნენ, რომ ტორა მადრიდს საკმარის წინააღმდეგობას არ უწევს.

კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის წლისთავისადმი მიძღვნილ საპროტესტო გამოსვლებში 180 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]