weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ქურთების მუშათა პარტიასთან კავშირის გამო თურქეთში 90 ადამიანი დააკავეს

12:31 სამშაბათი, 09 ოქტომბერი 2018

„ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ კავშირის გამო თურქეთის ხელისუფლებამ 90 ადამიანი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დაკავებების ოპერაცია ქვეყნის რვა პროვინციაში ჩატარდა. პრო-ქურთულ სახალხო დემოკრატიულ პარტიაში აცხადებენ, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში მათი 140 წევრი დააკავეს. პარტია ამ დაკავებებს პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებს.

როგორც ცნობილია, მცირე ხნის წინ ერაყის ქურთისტანში დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ჩატარდა და რეგიონის დამოუკიდებლობას მონაწილეთა 90%-ზე მეტი მიემხრო. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კი განაცხადა, რომ თუ რეფერენდუმის შემდეგ ქურთები დამოუკიდებლობას გამოაცხადებენ, მაშინ მათ შიმშილით დახოცვა ემუქრებათ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]