weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

მალიორკაზე წყალდიდობას რვა ადამიანი ემსხვერპლა

16:58 ოთხშაბათი, 10 ოქტომბერი 2018

ესპანეთის კუთვნილ კუნძულ მალიორკაზე წყალდიდობას რვა ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ხმელთაშუა ზღვის კუნძულზე სტიქიის გამო დაშავდა სამი ადამიანი, 200-მდე ადამიანს კი სახლების დატოვება მოუწია. ცხრა პირი დაკარგულად ითვლება.

ძლიერი წვიმის გამო ბალეარის არქიპელაგის დიდი კუნძულის ისტორიული ცენტრი დაიტბორა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სტიქიის გამო დაიკეტა 11 ავტომაგისტრალი და დაიხურა სკოლები.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი სტიქიის შედეგად დაზარალებული რაიონების მოსანახულებლად მალიორკაზე ჩასვლას გეგმავს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]