weather cur horoscope tv
ნოემბერი 01, 2024

მე და ბადრი ჯაფარიძე ანაკლიის მმართველ საბჭოში უკანა პლანზე გადავალთ – ხაზარაძე

16:49 პარასკევი, 26 ივლისი 2019

„თიბისი“ ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მან და ბადრი ჯაფარიძემ გადაწყვიტეს, ანაკლიის პორტის პროექტის მმართველ საბჭოში თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობები დატოვონ. როგორც ჯაფარიძემ განმარტა, შეუძლებელია მოლაპარაკებები აწარმოონ ბანკებთან იმ ფონზე, როდესაც პროკურატურა სახალხოდ ბრალს სდებს მათ.

„იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის ანაკლია არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი, ეს არის შემოტრიალება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის, ორიენტაციის და ერთხელ და სამუდამოდ კარიბჭედ დაფიქსირება ევროპასა და აზიას შორის, მსხვილი ინვესტორების გაჩენა, რომლებთანაც ჩვენ თითქმის დამთავრებული გვქონდა მოლაპარაკება და ორი დღის წინ ისევ ამ ქაოსში ჩაგვაგდეს.

ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი რამ: ერთი მხრივ, მთავრობა ამბობს, რომ ანაკლიას მხარს უჭერს და მეორე მხრივ, პირდაპირ და ღიად ებრძვიან ამ პროექტს.

ამას მთელი პასუხისმგებლობით ვლაპარაკობ, იმიტომ, რომ ის ფაქტი, რაც ქართულ ეკონომიკას ამ ორი დღის განმავლობაში მიაყენეს ორი მილიონის სანაცვლოდ, არის დანაშაული. დადგება დრო ამაზე პასუხს აგებენ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ის და ბადრი ჯაფარიძე პრესკონფერენციას მომავალ კვირას გამართავენ.

„ჩვენ შევცვლით ანაკლიის მმართველ საბჭოს, გადავიწევთ უკანა პლანზე, მე ჩამოვშორდები თავმჯდომარეობას, ბადრი – მოადგილეობას, რათა ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს სპეკულაცია, რომ ჩვენ რაღაცას ვეფარებით. ამას ვაკეთებთ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ეს პროექტი არ გაჩერდეს; რომ მერე ვინმემ არ დაგვაბრალოს, რომ ჩვენს გამო სასიცოცხლო პროექტი გაჩერდა. შეუძლებელია ელაპარაკო ბანკებს 650 მილიონის ინვესტიციაზე და ყოველდღე პროკურატურა სახალხოდ ასეთ ბრალდებებს გადებდეს“, – აღნიშნა ხაზარაძემ.

პროკურატურა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. საქმე 11 წლის წინ განხორციელებულ ტრანზაქციას ეხება, რომელზეც გამოძიება პროკურატურამ 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო.

პროკურატურა ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, მილიონ-მილიონი ლარის შეფარდებას ითხოვს, რასაც დაცვის მხარე არ ეთანხმება. ამ საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]