weather cur horoscope tv
მაისი 03, 2024

BMG: ბიზნესმენი დავით ხიდაშელი VTB BANK Georgia-ს ყიდულობს

12:25 ორშაბათი, 25 ივლისი 2022

სანქცირებული რუსი ოლიგარქის ვლადიმერ ევტუშენკოვის პარტნიორი და ნდობით აღჭურვილი პირი დავით ხიდაშელი VTB BANK Georgia-ს ყიდულობს. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემა BMG-მ გაავრცელა.

„ვითიბი ბანკი საქართველო“ რუსული საფინანსო ჯგუფი „ვითიბის“ (Группа ВТБ) შემადგენლობაშია. უკრაინაში ომის დაწყების გამო რუსეთისთვის და „ვითიბი“ ჯგუფისთვის საერთაშორისო სანქციების დაწესებიდან მალევე, „ვითიბი ბანკი საქართველომ“ საკუთარი აქტივების უდიდესი ნაწილი გაასხვისა: საცალო სასესხო და სადეპოზიტო პორტფელი „ბაზის ბანკს“ გადასცა, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესის დეპოზიტებისა და სასესხო პორტფელი – „ლიბერთი ბანკს“.

დავით ხიდაშელი ბიზნესმენია, რომელსაც საქართველოს მთავრობამ რაჭასა და ქვემო სვანეთში, 104 712 ჰექტარი ტყე, 49 წლით, სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად გადასცა.

ხიდაშელი 2013 წლიდან 2022 წლის აპრილის ჩათვლით, სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების მწარმოებელი ბერძნული კომპანია INTRACOM S.A. TELECOM SOLUTIONS-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. INTRACOM-ი რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის კონგლომერატის, SISTEMA-ს შემადგენლობაშია. 2007 წელიდან 2014 წლამდე დავით ხიდაშელი SISTEMA-ში სხვადასხვა მაღალ თანამდებობას იკავებდა.

2022 წელს ხიდაშელის კომპანიამ „გლობალ ვიქთორი ჯეორჯიამ“ თბილისის ცენტრში მდებარე „რიყის დოქების“ კომპლექსი (14 591 კვ.მ მიწის ნაკვეთით) იყიდა. ქონება საწყის ღირებულებაზე ათჯერ ნაკლებ ფასად, 10 020 000 ლარად გაიყიდა. მანამდე, 2018 წელს ხიდაშელმა აუქციონის გზით 3 760 000 ლარად შეიძინა ქალაქ გურჯაანში მდებარე კურორტი ახტალა, რომლის ფართობიც 16 ჰექტარია.

ბიზნესმენის სახელი დაკავშირებულია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, პროკურატურის მიერ აღძრულ ე.წ. კარტოგრაფების საქმესთან.

 

ამ თემაზე:

„ვითიბი ბანკზე“ ნებისმიერი გარიგება სანქციების დაცვით მოხდება – ეროვნული ბანკი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]