weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 39 036 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 2097 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში 2331 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 51 კი გარდაიცვალა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, გვიან ღამით, გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ადვოკატების განცხადებით, პატიმრის გადაყვანის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილან. 

სახალხო დამცვლის წარმომადგენელმა საბა ბრაჭველმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ასევე შეხვდა სააკაშვილის ექიმ ნევროლოგს და ჰოსპიტლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემისხევის მიმდებარედ, საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ „რიყის დოქები“ აუქციონზე კიდევ ერთხელ გაიტანა. თბილისში, რიყის ტერიტორიაზე არსებული 14 591 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების საწყისი ფასი, ფასდაკლებით, 30 მილიონი ლარია.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია იმედოვნებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დაადებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტს, რომლის მიღებასაც პარლამენტში „ქართული ოცნების“ უმრავლესობა აპირებს.

დუშეთის მუნიციპალიტეტში, ანანურის ციხის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე მიკროავტობუსი ხევში გადავარდა. ავტოავარიის შედეგედ 2 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა.

„მიხეილ სააკაშვილს უნდა, რომ იყოს უკეთეს მდგომარეობაში, ვიდრე სხვა პატიმრები. ეს არის ჩვეულებრივი დისკრიმინაცია და უთანასწორო მოპყრობა, მაგრამ ეს ასე არ უნდა იყოს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი…

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ „ქართული ოცნების“ წევრი შალვა პაპუაშვილი აირჩიეს. მის კანდიდატურას მხარი 88-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა კი ერთმა დეპუტატმა მისცა.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ზემო სვანეთის ენერგომომარაგების პრობლემასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ თუ ელექტროენერგიის საფასური არ იქნება გადახდილი, ხშირი წყვეტები და ავარიები იქნება, რაც ყველაზე…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]