weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც კორონავირუსის სამკურნალო ანტივირუსულ აბებს მიიღებს. საუბარია Pfizer-ის მიერ წარმოებულ „პაქსლოვიდსა“ და Merck-ის მიერ წარმოებულ „მოლნუპირავირზე“, რომლებსაც…

პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას გადადგომას გამოეხმაურა. მისი თქმით, გაუგებარია, რა ნიშნით ინიშნებიან თანამდებობებზე ან ის გამო თავისუფლდებიან „ქართული ოცნების“ წევრები. 

ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის ქალიშვილი აიშათ კადიროვა, რომელიც რესპუბლიკის კულტურის მინისტრის თანამდებობას იკავებს, „ადამიანის უფლებების დაცვისთვის“ მედლით დააჯილდოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჩეჩნეთის სახელმწიფო რადიოკომპანია ავრცელებს.

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 48 640 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 2090 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 1768 ინფიცირებული, 76 კი გარდაიცვალა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. თოვისა და ლიპყინულის გამო, გადაადგილების აკრძალვა ნარჩუნდება ტრაილერებისთვის.

მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება „მაინინგის“ შედეგად დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენამდე. ამის შესახებ ინფორმაცია მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამ გაავრცელა. 

კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომასთან ერთად დეპუტატის მანდატსაც ტოვებს. სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, პარლამენტში მას „ქართული ოცნების” პროპორციული სიის წევრი გია ცაგარეიშვილი შეცვლის.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, კახა კუჭავამ 8-თვიანი მუშაობის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. მმართველმა პარტიამ მის შემცვლელად შალვა პაპუაშვილი წარადგინა.

„ალტ-ინფოს“ მიერ ახლად დაფუძნებულმა პოლიტიკურმა პარტიამ – „კონსერვატიულმა მოძრაობამ“ და მისმა მხარდამჭერებმა თბილისში, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვდნენ.…

თბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებული სისასტიკით ორსული ცოლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ გოგა გზირიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 14 თებერვალს ჩაინიშნა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]