weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაწყებული შიმშილობის აქციის შესახებ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ოპოზიციის მიერ პროცესების პარლამენტში წარმართვა პოლიტიკური ბრძოლის თვალსაზრისით უფრო ეფექტური იქნებოდა.

საქართველოს პარლამენტმა სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაჩქარებული წესით განიხილა და დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცა. მთავრობა, რომელიც რეგულაციების გამკაცრების ინიციატორია, ელის, რომ აზარტულ თამაშებზე წვდომა 1 მილიონამდე სრულწლოვან მოქალაქეს…

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ ოფისში შეჭრისა და დარბევის გამო დაკავებული სამი პირი – ალიკა ალაზოვი, გიორგი ელისბარაშვილი და გიორგი ოძელაშვილი გაათავისუფლა. მათ აღკვეთის ღონისძების სახით შეფარდებული პატიმრობა…

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალაში, სადაც რიკოთის საუღელტეხილო გზის ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს, დამხმარე ნაგებობა - რკინის საამქროს კონსტრუქცია ჩამოინგრა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა. 

გურჯაანში მთავარი საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. კულტურის ცენტრის წინ მოწყობილ სცენაზე, გაიმართა კონცერტი ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით. ღონისძიება საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მის მიერ დაფუძნებული ახალი ლიტერატურული პრემიის - „წლის საუკეთესო“ ნომინანტთა მოკლე სია გამოაქვეყნა. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებით, ვაქცინის ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთება კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია. როგორც დღეს ამირან გამყრელიძემ განაცხადა, მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განიხილავს წინადადებას,…

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2022 წლის 1-ლი იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდი, სახელმწიფო სამსახურებში უქმე დღეებად ცხადდება. საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, კერძო სექტორს შეუძლია თავად მიიღოს გადაწყვეტილება.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის – „ომიკრონის“ 24 შემთხვევაა დადასტურებული.

თბილისში, 2022 წლის პირველი თებერვლიდან, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემა შეიცვლება, კერძოდ, ამოქმედდება სააბონემენტო სისტემა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]