weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე, კვორუმის არ არსებობის გამო, თავმჯდომარე ვერ აირჩიეს. ამას წინ უძღოდა უმრავლესობაში მყოფი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ სხდომათა დარბაზის დატოვება. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ბრალდებით, N4 სამედიცინო ცენტრის დირექტორი და ამავე ცენტრის ექიმი დააკავეს. 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლის დროს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს „დაქეციანებულები“უწოდა. წულუკიანი ამ დროს ველობილიკების შექმნაზე საუბრობდა.

საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადით, ლიტერატურულ კონკურსს „ლიტერასთან“ დაკავშირებით სასამართლო დავის წამოწყებას აპირებდა, თუმცა საკანონმდებლო დონეზე შესაბამისი აქტების არარსებობის გამო, ეს ვერ შეძლო. ამის შესახებ წულუკიანმა პარლამენტში გამოსვლის დროს…

თბილისის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ გიორგი ტყემალაძე აირჩიეს. სხდომაზე დამსწრე 43 დეპუტატიდან მას 27-მა დაუჭირა მხარი, ერთმა წევრმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა, ერთი კი წინააღმდეგი…

ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ იმ მუნიციპალიტეტების საკრებულოებიდან, სადაც გადამწყვეტი ხმები აქვს, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს რუსთავსა და მარტვილში დააყენებს, ხოლო ზუგდიდის, სენაკის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის საკრებულოებში არც თავმჯდომარეობის კანდიდატები ეყოლება…

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ელექტროტექნიკის მაღაზია iPlus-ის გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 2000 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.მ., ხოლო 2000 წელს დაბადებული თ.რ. ამავე დანაშაულშია…

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 51 749 ტესტის შედეგად, კორონავირუსი კიდევ 4100 ადამიანს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 3397 ინფიცირებული, 67 კი გარდაიცვალა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიდან „საქართველოსთვის“ ბათუმის საკრებულოში ახლად არჩეული წევრები – ნინო ბაციაშვილი და აკაკი გვიანიძე დღეს, პირველ სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებენ. ამის შესახებ პარტიის აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა…

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, არ არის გამორიცხული, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მნიშვნელოვნად გაამკაცროს ყველა ღონისძიება, რომელიც შეეხება მწვანე პასპორტს და აღსრულების მექანიზმებს. მისივე თქმით, შესაძლოა უვადო კოვიდ-პასპორტის საკითხიც გადაიხედოს. 

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]