weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ავიაციამ ალვანიდან თუშეთში, სოფელ ომალოს მიმართულებით რეგულარული რეისები განაახლა. როგორც „რეგინფოს“ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ფრენები ორ კვირაში ერთხელ შესრულდება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, კომპანიები, რომლებსაც აჭარის მთავრობასთან ხელშეკრულება აქვთ, ერთწლიანი საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ. ასევე, ერთი წლით გადასახადისგან გათავისუფლდებიან მოიჯარეები.

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი გამოსვლის იმ ნაწილს გამოეხმურა, სადაც ყოფილმა პრეზიდენტმა 2007 წლის ნოემბრის მოვლენებზე ისაუბრა.

ზუგდიდის ყოფილი რაიონული საავადმყოფოს ეზოში მოწყობილ ფარდულში აფხაზეთიდან დევნილი ოთხი ადამიანი შიმშილობს და სახელმწიფოსგან ბინით უზრუნველყოფას ითხოვს. ადგილობრივი გამოცემა „ლაივპრესის“ ინფორმაციით, ერთ-ერთმა მოშიმშილემ, 63 წლის ქეთევან ინალიშვილმა პროტესტის ნიშნად პირი…

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში 28 ნოემბერს ნატურალური, ორგანული და ბიო ღვინოების გამოფენა - RAW WINE 2021 გაიმართა, რომელშიც საქართველოდან 11-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. ღვინის ეროვნულმა სააგენტომ, რომელიც საქართველოდან გამოფენის ორგანიზებაში იყო…

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 53 854 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 5050 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 4214 ინფიცირებული, 80 კი გარდაიცვალა.

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს, ერიკა ოლსონს შეხვდა, რის შემდეგაც ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

ბაზრობებზე მოვაჭრე ფიზიკური პირებისთვის სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულება კიდევ ერთი წლით - 2023 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადდება. საქართველოს საგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილბებს პარლამენტი უახლოეს პერიოდში განიხილავს და მიიღებს.

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, მამუკა წიკლაურის მიერ, დღეს მიღებული გადაწყვეტილება, პატიმრობიდან ზურაბ ზვიადაურის განთავისუფლების შესახებ, არ საჩივრდება და უწყება მოკლებულია შესაძლებლობას, ზემდგომ სასამართლო ინსტანციას მიმართოს.

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, სს „საპარტნიორო ფონდის“ რეფორმირება მოხდება, რის ფარგლებშიც მას „საქართველოს განვითარების ფონდი“ დაერქმევა. როგორც თურნავა ამბობს, უკვე მომზადებულია კანონპროექტი, რომელიც მალე ჯერ მთავრობას, შემდეგ კი პარლამენტს…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]