weather cur horoscope tv
მაისი 01, 2024

სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, კალა-უშგულის გზა გაწმენდილია და მოძრაობა აღდგენილია. გუშინ გზაზე კლდე ჩამოიშალა, რის გამოც დღის მეორე ნახევრიდან მოძრაობა ჩაკეტილი იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის. ქვათაცვენის შედეგად არავინ დაშავებულა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით კომენტარებს „ქართული ოცნება“ კი არა, სახელმწიფო უწყებები უნდა აკეთებდნენ.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი არა საქართველოში, არამედ უკრაინაში, კურორტ ტრუსკავეცში იმყოფება.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, კომუნიკაცია ჰქონდათ უკრაინულ მხარესთან და აქვთ ინფორმაცია, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი არ დაუტოვებია. დარახველიძის თქმით, სააკაშვილს არც…

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მიხეილ სააკაშვილს „ტაკიმასხარა“ და „ლაჩარი“ უწოდა. რიჟვაძის თქმით, დარწმუნებულია, რომ სააკაშვილი ვერასდროს გაბედავდა საქართველოს საზღვრის გადმოკვეთას.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მურმან დუმბაძე ადასტურებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმში იმყოფება. როგორც დუმბაძე ამბობს, მას რამდენიმე საათში შეხვდება.

„დადასტურებულად არ ვიცი, ბატონი სააკაშვილი საქართველოშია თუ არა. თუ ეს ასეა, მაშინ ეს არის დადასტურება იმისა, რომ ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს, არ გვყავს არანაირი სტრუქტურები, არც საზღვარი, არც შინაგან საქმეთა…

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძე დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა.

„მიხეილ სააკაშვილი არ არის ბათუმში. მიხეილ სააკაშვილის ვიდეო არ არის ჩაწერილი საქართველოში. ეს არის ის, რაც თამამად შემიძლია გითხრათ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა მას შემდეგ,…

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 42 657 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 1751 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 1633 ადამიანი, 30 კი გარდაიცვალა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]