weather cur horoscope tv
მაისი 01, 2024

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს მიმართა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოვიდნენ ან თავიანთ ახლობლებსა და ნათესავებს უთხრან, რომ არჩევნებზე მივიდნენ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილი ფაილების შესახებ ისაუბრა. მან ტელევიზიები გააკრიტიკა გავრცელებულ ფაილებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქების გამო.

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 65% ვაქცინირებულია.

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელში, პარტიიდან „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატს, ბესარიონ ბენდელიანის ავტომობილი დაუცხრილეს. ბენდელიანი მომხდარს მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 34 331 ტესტის შედეგად, კორონავირუსი 1597 ადამიანს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 1189 პირი, 38 კი გარდაიცვალა.

„ენკა“ მსოფლიოში უდიდესი კომპანიაა და თავისი საქმის პროფესიონალები არიან. როგორ შეიძლებოდა შეედგინა პროექტი, რომელიც დაინგრეოდა ოდესმე და ქუთაისს წაიღებდა? წარმოგიდგენიათ, რამხელა არასერიოზული ანალიზი კეთდება?! წარმოიდგინეთ, რომ ჰესი დაინგრევა, ქუთაისს წაიღებს…

„ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია. ვერ დავისვენებთ, სანამ ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობას არ მივაღწევთ“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს 76-ე სესიაზე სიტყვით…

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) 76-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ამაყობს პარტია „ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებული საქმით „უფრო ძლიერი დემოკრატიის უზრუნველსაყოფად“. ღარიბაშვილი საქართველოში ჩატარებულ და 2…

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესით უკმაყოფილოა. მისი თქმით, 16 სექტემბრიდან ქვეყანაში აცრის მაჩვენებელი თანდათან იკლებს. „აგვისტო გვქონდა კარგი, დღეში 23 000 აცრა გვქონდა.…

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა კომენტარი გააკეთა გუშინ, ევროკავშირის ოფისის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე, ასევე, შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]