weather cur horoscope tv
მაისი 22, 2024

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში ჩატარებული 29 798 ტესტის შედეგად, კორონავირუსი კიდევ 2016 ადამიანს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 2024 ინფიცირებული, 43 კი გარდაიცვალა.

არავის უთქვამს, რომ გიორგი გახარია ნარკომანია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დებატების დროს განაცხადა.

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორი მხარდამჭერის დაჭრის ფაქტზე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული დავით დაუთაშვილი დააკავეს. დაკავებული დმანისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, მიხეილ…

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში ქუჩები, საცხოვრებელი სახლებისა და კომერციული ობიექტების პირველი სართულები დაიტბორა.

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში, „ერთიანი ნაციონალური მოძრობის“ მერობის კანდიდატის, გიორგი ტატუაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრის დროს დაპირისპირება მოხდა. ოპოზიციონერი დეპუტატის, კახა ოქრიაშვილის ინფორმაციით, დაჭრილია ორი ადამიანი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის მერობის კანდიდატის, დავით კირკიტაძის ინფორმაციით, რუსთავში მცხოვრებ ივანე გველესიანს მისი მხარდაჭერის გამო წუხელ სადარბაზოსთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საბიუჯეტო სესხი დაუმტკიცა. როგორც ბანკში აცხადებენ, ამით მხარს დაუჭერენ ელექტროგადამცემი სექტორის გაძლიერებისკენ მიმართულ საქართველოს მთავრობის ძალისხმევას.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილ ფაილებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამ საკითხზე პარლამენტში სხდომა აუცილებლად უნდა ჩატარდეს.

18 სექტემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტში 28 წლის მამაკაცი შურისძიების მოტივით გაიტაცეს, ხელ-ფეხი შეუკრეს, სხეულზე მძიმე საგანი მოაბეს და სარწყავ არხში გადააგდეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 34 250 ტესტის შედეგად, საქართველოში კორონავირუსი 2470 ადამიანს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 2243 ინფიცირებული, 46 კი გარდაიცვალა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]