weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ჟურნალისტმა და „კურიერის“ წამყვანმა, თეონა ცხომელიძემაც დატოვა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში არხის სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალა, რასაც არ ეთანხმება.

კორონავირუსზე სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული ჯგუფები სახელმწიფოს ხარჯზე მხოლოდ ორჯერ ვაქცინირების შემთხვევაში გაიტესტებიან. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ცვლილების ამოქმედება დაახლოებით 15 სექტემბრიდან იგეგმება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ 15 სექტემბრისთვის კორონავირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებელი იქნება, სწავლის დაწყების რეკომენდაციას ვერ გასცემენ.

მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ყველგან – შიდა და გარე სივრცეში პირბადის ტარება დღეიდან სავალდებულო ხდება. საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ გააკეთა.

დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი 6208 ადამიანს დაუდასტურდა, 47 კი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 3539 ინფიცირებული.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ავღანეთში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მტკიცედ რჩება გადაწყვეტიებაზე, რომელიც ავღანეთიდან ამერიკული ჯარის გამოყვანას გულისხმობს. მისი თქმით, ამით დასრულდება 20-წლიანი სისხლისღვრა.

გერმანიის ვაქცინაციის მუდმივმა კომიტეტმა (STIKO), რომელიც დამოუკიდებელი ორგანოა, 12 წლის და უფროს ბავშვებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების რეკომენდაცია გასცა. აქამდე, 12-დან 17 წლამდე ბავშვების აცრა გარკვეული ჩვენებების შემთხვევაში იყო რეკომენდირებული.

საათნახევრის წინ სროლა იყო თელავის რაიონის სოფელ წინანდალში. ML-ის მარკის ავტომობილში, სახელმწიფო ნომრით DD 088 JJ ჩაცხრილეს სამი მამაკაცი. ML-ის საჭესთან მყოფმა მძღოლმა მოახერხა დაჭრილები თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაეყვანა, თუმცა…

რა არის მთავარი საკითხები ნამახვანჰესთან დაკავშირებით, რაზეც ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეწყობით, ჰესის მოწინააღმდეგეები და მთავრობის წარმომადგენლები უკვე ორი თვეა დახურულ შეხვედრებზე მსჯელობენ? რატომ არ ჩაერთო ნამახვანჰესის მშენებელი „ენკა“ მედიაციაში და…

თბილისში, დიღმის ოლიმპიურ სოფელში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის საველე ჰოსპიტალი მოეწყო. ის 500-მდე ადამიანზეა გათვლილი და პანდემიის გავრცელების შემდეგ პირველი საველე ჰოსპიტალია საქართველოში.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]