weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 29 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა. პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას თქმით, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მოწინავე მებრძოლი გუნდი, რომელმაც მერის არჩევნებში უნდა გაიმარჯვოს.

ბოლო დღე-ღამეში ჩატარებული 34 074 ტესტის შედეგად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 4519 ადამიანი, 35 კი გარდაიცვალა.

სამოქალაქო აქტივისტი და საზოგადოებრივი მოძრაობა „მომავლის ჭიათურის“ თავმჯდომარე, ნოდარ ჩაჩანიძე ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერობის დამოუკიდებელი, უპარტიო კანდიდატი იქნება.

ქართველი სპორტსმენები, რომელთაც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ასევე მიიღებენ ფულად ჯილდოს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოლიმპიელების მიღების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ კახეთის რვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. მაჟორიტარობის 90 კანდიდატს შორს მხოლოდ ოთხი ქალია: ერთი თელავში, ერთი გურჯაანში და ორი სიღნაღში.

„დღესდღეისობით დაახლოებით 55 ათასამდე აქტიური შემთხვევა გვაქვს, რაც საკმაოდ მძიმე ტვირთია ჯანდაცვის სექტორისთვის. მიგვაჩნია, რომ დღეს დაწყებული შეზღუდვები დაახლოებით 80%-მდე გააუმჯობესებს იმ ეპიდვითარებას, რომელიც ამ ეტაპისთვის გვაქვს“, – განაცხადა ჯანდაცვის…

„ჩვენ ცოტა ხნის წინ მოვინახულეთ ზემო მაჩხაანის მართლაც შესანიშნავი სკოლა და ამას მინდა ხაზი გავუსვა, რომ როდესაც სააკაშვილის ხელისუფლების დროს სკოლებს ანგრევდნენ, ჩვენი ხელისუფლება სკოლებს აშენებს. ეს არის კარდინალური სხვაობა…

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და თბილისის მერობის კანდიდატი იქნება. მან საკუთარი კანდიდატურა დღეს ოფიციალურად დააყენა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გუშინ, 13 აგვისტოს, საქართველოში კორონავირუსზე 26 524 ადამიანი აიცრა, რაც ახალი რეკორდული მაჩვენებელია.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული 52 580 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 5579 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 50 ინფიცირებული, 1867 კი გამოჯანმრთელდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]