weather cur horoscope tv
მაისი 07, 2024

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროს საქმიანობის ათწლიანი (2021-2030 წლების) გეგმის წარდგენისას განაცხადა, რომ ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტი ფსიქიკური ჯანმრთელობის სამსახურების გაძლიერება იქნება.

პოლონეთის მოქალაქის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ 32 წლის მამაკაცს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურორმა მედიასთან განაცხადა, რომ ამ საქმეზე მხოლოდ ერთი ბრალდებულია გამოკვეთილი, ქმედება კი მოტივის გარეშე,…

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევში, სადაც რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა მიმდინარეობს, საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც ავტომობილების მოძრაობა აიკრძალა.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამინისტროს პარლამენტში ინიცირებული აქვს რამდენიმე ფუნდამენტური ცვლილება, რომელიც ჯანდაცვის სექტორს მნიშვნელოვნად მაღალ დონეზე აიყვანს და საქართველოში ჯანდაცვის ტურიზმის დანერგვას შესაძლებელს გახდის.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 38 136 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 1392 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გუშინ, 1407 ახალი შემთხვევა იყო. 6 ივლისის მდგომარეობით, კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3.65%-ია, ხოლო 7 დღის მაჩვენებელი…

ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე ძალადობის ბრალდებით, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ 5 ივლისს გამართული ძალადობრივი და ჰომოფობიური აქციის კიდევ ოთხი მონაწილე დააკავეს.

რუსთაველის გამზირზე გუშინ გამართულ ძალადობრივ კონტრაქციაზე სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით 100 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული პირებიდან 68 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, 32 კი დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება.

თბილისში, პარლამენტის წინ, ძალადობის წინააღმდეგ მდუმარე აქციის დასრულების შემდეგ, ძალადობრივმა ჯგუფებმა გადაინაცვლეს, რომლებიც მანამდე პოლიციის კორდონების გარღვევას და მშვიდობიანი აქციის ჩაშლას ცდილობდნენ. მათ პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს, შემდეგ კი…

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებს ეხმაურება და მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. საპატრიარქო აცხადებს, რომ დაუშვებელია ისედაც დაძაბულ ფონზე გინებითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით დაპირისპირების შემდგომი ესკალაცია.

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მდუმარე აქცია იმართება, რომლის მონაწილეები აპროტესტებენ გუშინ განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს. აქციას პოლიტიკოსები, სამოქალაქო ორგანიზაციების წევრები და „თბილისი პრაიდის“ აქტივისტებიც შეუერთდნენ.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]