weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციით, ელჩი კელი დეგნანი რამდენიმე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის ლიდერს შეხვდა, რათა საქართველოში ადამიანის უფლებების განვითარებაში მათი საქმიანობისადმი აშშ-ის მხარდაჭერა გამოეხატა.

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმში, გუშინ საღამოს ქარიშხალი იყო, რომელმაც შენობებს სახურავები გადახადა, 50-ზე მეტი ხე მოთხარა, ტროლეიბუსის და ელექტროგადამცემი ხაზები კი გაწყვიტა.

„სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ“ „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ განცხადება გაავრცელა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საქართველოში ლგბტქ+ ადამიანები არასდროს იდევნებოდნენ, „პრაიდი“ კი მიზნად ისახავს არა უფლებების დაცვას, არამედ საზოგადოებაში დაპირისპირების გაღვივებას.

მესტიის რაიონში ძლიერი ქარი, სეტყვა და წვიმა იყო. როგორც ადგილობრივებმა „რეგინფოს“ უთხრეს, რამდენიმე სახლს სახურავი აქვს გადახდილი, ელექტროენერგიის ქსელის საყრდენი ბოძები წაქცეულია, გზების ნაწილი კი ქარისგან მოგლეჯილი ხეებითა და ჩამოშლილი…

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა „ღირსების მარშთან“ დაკავშირებით განაცხადა, რომ საქართველოს კონსტიტუციით მშვიდობიანი შეკრებისა და აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს.

რუსთავი-ლილოს დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე სატვირთო ავტომანქანა ხიდიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძღოლი დაიღუპა.

ტყიბულში ქვანახშირის მომპოვებელი კომპანიის, შპს „საქნახშირის“ განცხადებით, ხელფასის გაზრდის მოთხოვნის გამო თანამშრომლების სამუშაო ადგილზე გამოუცხადებლობა ზიანს აყენებს კომპანიის მუშაობას, აფერხებს საწარმოო პროცესს და პირდაპირ აისახება ივლისის თვის ბონუსებზე. 

„5 ივლისს, 17 საათზე, შევიკრიბოთ ქაშუეთის წმ. გიორგის ტაძართან, აღვავლინოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ჩვენს ღირსებას ვიცავთ და გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა ჩვენთვის მიუღებელია“, – ნათქვამია საქართველოს…

ქალაქ ამსტერდამის მერმა, ფემკე ჰალსემმა თბილისის მერს, კახა კალაძეს მოუწოდა, მიიღოს აუცილებელი ზომები იმისთვის, რომ 5 ივლისს, ლგბტ თემის წარმომადგენლებმა ღირსების მარში უსაფრთხო გარემოში ჩაატარონ.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 33 002 ტესტის შედეგად, კორონავირუსი 1026 ადამიანს დაუდასტურდა. გუშინ, 2 ივლისს, 964 ახალი შემთხვევა იყო. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3.11%-ია, ხოლო ბოლო შვიდი დღის მაჩვენებელი 3.28%-ს შეადგენს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]