weather cur horoscope tv
მაისი 06, 2024

კოვიდის 1026 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 633 თბილისშია, 105 – იმერეთში, 81 – კახეთში

15:52 შაბათი, 03 ივლისი 2021

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 33 002 ტესტის შედეგად, კორონავირუსი 1026 ადამიანს დაუდასტურდა. გუშინ, 2 ივლისს, 964 ახალი შემთხვევა იყო. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3.11%-ია, ხოლო ბოლო შვიდი დღის მაჩვენებელი 3.28%-ს შეადგენს.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1026 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 633 შემთხვევა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 105

კახეთი – 81

ქვემო ქართლი – 52

შიდა ქართლი – 44

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 44

აჭარა – 38

მცხეთა-მთიანეთი – 15

სამცხე-ჯავახეთი – 7

გურია – 5

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 381 ინფიცირებული, 12 კი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე ინფიცირების 10 063 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 6409 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის;
  • 2907 ინფიცირებული საავადმყოფოში მკურნალობს. ამ ეტაპზე 620 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 159 ადამიანი;
  • 747 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე, ვირუსით ინფიცირების 369 048 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა რეგისტრირებული, საიდანაც 353 612 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 5347 კი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]