weather cur horoscope tv
მაისი 19, 2024

ბაკურიანში, კოხტაგორის მთაზე მდებარე საბაგიროს სადგურს მეხი დაეცა. გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

საპატრიარქოში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი, ევროკავშირის ელჩი და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების (UNICEF, World Vision) წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც „ფაიზერის“, „ასტრაზენეკას“, „მოდერნას“ ან „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინით სრულად არიან ვაქცინირებული, 25 ივნისიდან გერმანიაში სტუმრად ან ტურისტული მიზნით შესვლა კვლავ შეუძლიათ. ჯერჯერობით, გერმანიაში შესვლა არ შეუძლიათ ჩინური…

სენაკის რაიონულმა სასამართლომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალის გაუპატიურებისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პოლიციამ 40 წლის მამაკაცი მიმდინარე წლის მარტში დააკავა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო ერთ თვეში საქართველოში შემოსულ 400-ზე მეტ ტურისტს კორონავირუსი დაუდასტურდა.

პირველი ივლისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ის ბაზა ბრუნდება და დამატებით პირდაპირ ფრენებს მილანის, პრაღის, ათენის, სალონიკის, ლარნაკასა და მემინგენის მიმართულებით შეასრულებს.

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, როგორც „ღირსების მარშის“, ისე კონტრაქციის მონაწილეებს აქვთ უფლება, მშვიდობიანად გავიდნენ ქუჩაში და თქვან თავიანთი სათქმელი.

გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) ექსპერტებმა გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში (ღვთისმშობლის ტაძარი) მუშაობა დაასრულეს. ექსპერტთა ჯგუფის განცხადებით, არსებული მდგომარეობა სახარბიელო არ არის და ფრესკები დღემდე ზიანდება.

ჩატარებული 29 709 ტესტის შედეგად, დღეს საქართველოში კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 749 თბილისში ფიქსირდება.

ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მისვლას ითხოვს. როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, მათ კითხვები აქვთ თბილისში დაგეგმილ „ღირსების მარშთან“…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]