weather cur horoscope tv
მაისი 19, 2024

ეკონომიკის მინისტრის, ნათელა თურნავას განცხადებით, 24 რადიომაუწყებლობის კომპანიას სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შპს „საქართველოს ტელე-რადიო ცენტრის“ მიმართ დაგროვილი მილიონ-ნახევარი ლარის დავალიანება ჩამოეწერება.

წელს ლიტერატურულმა პრემიამ „საბა“ კონკურსი მეცხრამეტედ გამოაცხადა. ჟიურიმ 260 წიგნი განიხილა და წლევანდელი ფინალისტების სია უკვე ცნობილია 7 ნომინაციაში. „უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტები მოგვიანებით, ივლისის ბოლოს გასაჯაროვდება,…

ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი, რომელსაც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ხელისუფლება თითქმის ოთხი წელია თავისუფლად გადაადგილების უფლებას უზღუდავს, საქართველოს მოქმედ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან საუბარს ითხოვს.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულად გიორგი ურუშაძე დანიშნა. მან გიორგი სახოკია შეცვალა, რომელიც გუბერნატორის თანამდებობაზე თებერვლიდან მუშაობდა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, მოსამართლე ლევან მურუსიძის განცხადებით, აქვს განცდა, რომ მედია, პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლოს და მოსამართლეებს მიზანმიმართულად დევნიან. როგორც მურუსიძემ თქვა, მოსამართლეების პოზიციით არავინ ინტერესდება და…

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ურეკში, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ 13 მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლის დროს ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ ინვესტორ კომპანიასთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ხელშეკრულების ზოგიერთი პირობის შესაცვლელად.

საქართველოში მყოფი ლიეტუვის და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებას და ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს გამოეხმაურნენ.

გორის რაიონის სოფელ ახალუბანთან რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები უკანონოდ დააკავეს, რამდენიმე საათის შემდეგ კი გაათავისუფლეს.

სენაკის რაიონულმა სასამართლომ 8 წლის გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებულ მამა-შვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სახაზინო ადვოკატების განცხადებით, დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]