weather cur horoscope tv
მაისი 02, 2024

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დაპირისპირებული მხარეების შერგების შემდეგ განაცხადა, რომ დმანისში დამატებითი საპოლიციო ძალები დარჩებიან და ვითარებას გააკონტროლებენ. მინისტრის თქმით, ინციდენტი დღეს ამოწურულია.

დმანისში ადგილობრივ ეთნიკურად აზერბაიჯანელ და ქართველ მოქალაქეებს შორის გუშინ დაწყებული კონფლიქტი შერიგებით დასრულდა. დაპირისპირებული მხარეების წარმომადგენლებმა შერიგების ნიშნად ერთმანეთს ხელი დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩამოართვეს, სადაც მათი, ხელისუფლების მაღალჩინოსნებისა და სასულიერო…

დმანისის შესასვლელში, სადაც გზა სამართალდამცველებს აქვთ გადაკეტილი, ვითარება პერიოდულად იძაბება. ახალგაზრდა მამაკაცების ჯგუფმა პოლიციის თვალწინ სცემა მოქალაქეს, რომელიც მათგან გარბოდა. პოლიციის სამი თანამშრომელი მოძალადეების შეჩერებას უშედეგოდ ცდილობდა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, დმანისში, სადაც ერთმანეთს ეთნიკურად ქართველი და აზერბაიჯანელი მოქალაქეები დაუპირისპირდნენ, სიტუაცია დამშვიდდება.

„ჩვენ ყველას ერთად გვმართებს მეტი მუშაობა იმისთვის, რომ მსგავსი პროცესების პრევენცია მოხდეს საფუძველშივე, რათა მერე არ მოგვიწიოს ხანძრის ჩაქრობის რეჟიმში მუშაობა“, – განაცხადა „ქართული ოცნებიდან“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის…

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში გასულ წელს მოკლული 29 წლის ლასო აბუთიძის საქმეზე ბრალდებულებს 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. პროკურატურის ინფორმაციით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო აბუთიძის ჯგუფურ მკვლელობაში.

პოლიციას დმანისის შესასვლელი აქვს ჩაკეტილი და მოქალაქეთა გადაადგილებას ზღუდავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსაუხრში ამ საკითხზე ოფიციალურ კომენტარს ამ დროისთვის არ აკეთებენ.

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და სახელმწიფო უსაფრთხიების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დმანისში ჩავიდნენ, სადაც მეორე დღეა, ეთნიკურად ქართველ და აზერბაიჯანელ მოქალაქეებს შორის დაპირისპირებაა.

დმანისის პოლიციასთან ადგილობრივების ნაწილია შეკრებილი და გუშინ, მაღაზიასთან მომხდარი ჩხუბის გამო დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა დღეიდან შემსუბუქდება, თუმცა გამკაცრდება მის დაცვაზე კონტროლი. ამის შესახებ საბჭოს წარმომადგენელმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]