weather cur horoscope tv
მაისი 03, 2024

აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისთან ავტომობილი მდინარე აჭარისწყლის ხევში გადავარდა. ავტოსგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა.

დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა, რომელიც ერთ-ერთია შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციონერებს შორის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. მისი თქმით, პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალ ეტაპს იწყებს.

ისრაელსა და ღაზას შორის მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის დროს, სარაკეტო თავდასხმის შედეგად ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქე დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დაადასტურა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფება, სადაც პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, ნიკოლ ფაშინიანს შევხდა.

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინაციის დაწყების პირველ კვირებში ძალიან ძლიერი იყო ანტივაქსერების გავლენა, რამაც აცრაზე ძალიან დაბალი მიმართვიანობა გამოიწვია.

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია „ენკა რინიუებლზის“ ხელმძღვანელობამ პროექტის შესახებ აქტიური საინფორმაციო კამპანიის დაწყება დააანონსა. მათი განცხადებით, პროექტის შესახებ ძალიან ბევრი მითი გავრცელდა.

ბათუმი-სარფის საავტომობილო გზაზე კლდიდან ლოდები ჩამოცვივდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გზაზე მოძრაობა შეზღუდულია.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლებას ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღე და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის ეროვნულ დღესასწაული მიულოცა, რომელსაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 12 მაისს აღნიშნავს.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში ჩატარებული 40 275 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 1409 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გუშინ 1788 შემთხვევა იყო.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის აპარატის უფროსის, ლაშა გვასალიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ თანამდებობიდან მის გათავისუფლებას ითხოვს, ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან მეგობრობის გამო.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]