weather cur horoscope tv
მაისი 04, 2024

ჩატარებული 28 532 ტესტის შედეგად, საქართველოში კორონავირუსის 1788 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების პიკია, რაც სავარაუდოდ, ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

ისრელის არმიამ ორშაბათ საღამოდან პალესტინური დაჯგუფების, „ჰამასის“ სამხედრო ობიექტების მიმართულებით საჰაერო დარტყმების განხორციელება დაიწყო. ისრაელი აცხადებს, ეს არის ღაზას სექტორიდან სარაკეტო თავდასხმაზე პასუხი. გამოცემა „გარდიანის“ ცნობით, ღაზას ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა…

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რუსთავის სასჯელაღსრულების N12 დაწესებულება თითქმის სამთვიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა. დღეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გირაოთი შეუცვალა.

კასპის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ გორაკასთან რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები უკანონო ბორდერიზაციას ახორციელებენ. ანტისაოკუპციო მოძრობის დამფუძნებელმა, დავით ქაცარავამ განაცხადა, მათ მიერ ე.წ. საზღვარი 100-150 მეტრით არის გადმოწეული და ტყეს…

ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი), რომელიც ჭყონდიდის ეპარქიასაც ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ ნამახვანჰესთან დაკავშირებით უარყოფითი დამოკიდებულება იქამდეც ჰქონდა, ვიდრე ვარლამ გოლეთიანი გამოჩნდებოდა. მისივე თქმით, მას ვარლამთან „პირდაპირი ურთიერთობა“ არ…

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლის თაობაზე გაფორმდა შეთანხმება, რომელსაც ხელი ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა მოაწერეს.

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზმარეთთან, ერთ-ერთ ფერმაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად ბათუმელი მწყემსი, 38 წლის მამაკაცი დაიღუპა. მას ჭრილობები დანით მიაყენეს.

თიბისის მხარდაჭერით, TIDA-ს (Tblisi International Data Analytics) ფარგლებში, მონაცემთა ანალიტიკით დაინტერესებული პირებისთვის ონლაინ სესიების სერია გრძელდება.

ფერმერები, რომლებსაც სახელმწიფოსგან იჯარით აქვთ აღებული შედარებით მცირე მიწის ნაკვეთები, მის გამოსყიდვას 25%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. შეღავათი 2000-მდე მოიჯარეს შეეხება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათელა თურნავას განცხადებით, ნამახვანჰესთან დაკავშირებით რიონის ხეობაში მთავრობის წევრების ჩასვლა ამ ეტაპზე არ იგეგმება, თუმცა, მათი „კარი ყოველთვის ღიაა“.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]