weather cur horoscope tv
მაისი 03, 2024

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადგილობრივი, 27 წლის მამაკაცი დაიღუპა. შემთხვევა ე.წ. კომენდანტის საათის დროს მოხდა.

დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზას სექტორს აკონტროლებს, განაცხადა, რომ თელ-ავივისა და ცენტრალური ისრაელის მიმართულებით 130 რაკეტა გაისროლეს. დაჯგუფების განცხადებით, ეს იყო პასუხი ისრაელის მიერ ღაზაში მრავალსართულიანი საცხოვრებლის დაბომბვაზე.

გორისა და ხაშურის შემდეგ, დღეს თანამდებობა ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ორმა მოადგილემ პაატა ლაგვილავამ და კონსტანტინე თოფურიამ დატოვეს. გადადგნენ სენაკის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი და მარტვილის მერის მოადგილე აკაკი ხუნწელიაც.

გორისა და კაპის მაჟორიტარი დეპუტატი, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტებში მერის მოადგილეებს პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ და მათზე ზეწოლას ახორციელებენ იმის გამო, რომ გიორგი გახარიას თანამოაზრეები არიან.

„რისკების შეფასების და ასევე, დამატებითი კონსულტაციების შედეგად, საბჭომ მხარი დაუჭირა წინადადებას, რომ ასაკობრივი ზღვარი „ასტრაზენეკასთვის“ შემცირდეს 45 წლამდე“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს შეხვედრის დასრულების…

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა, ერასტი ელიჯარაშვილმა და პაატა ივანიშვილმა განაცხადეს, რომ მათზე განხორციელებული ზეწოლის გამო თანამდებობა დატოვეს და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გუნდს უერთდებიან. გორის მერი კი აცხადებს, რომ მოადგილეები…

ბოლო წლებში, განსაკუთრებული სისწრაფით განვითარებული შინ მიტანის სერვისის კვალდაკვალ, ბევრმა რესტორანმა და კვების ობიექტმა ახალ რეალობაზე სწრაფად გადაწყობა მოახერხა, მაგრამ VIS Kitchen პირველი მულტი ბრენდული ვირტუალური რესტორანია თბილისში, რომელმაც რადიკალური…

ძლიერმა ყინვამ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობა დააზარალა. ადიგენში, ასპინძაში, ახალქალაქსა და ახალციხეში განადგურებულია ხეხილი და ნათესები, ხოლო ნინოწმინდაში შინაური ცხოველების დახოცვის შემთხვევა დაფიქსირდა.

მთავრობის მიერ შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწვეტილებით, ღამის საათებში, 21:00-05:00 საათამდე, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ძალაში რჩება. საბჭოს განცხადებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, განხილული იქნება არსებული რეგულაციების შემსუბუქების შესაძლებლობა.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის სამმა მცხოვრებმა პროტესტის უკუდურეს ზომას მიმართა და პირი ამოიკერა. ისინი უკვე 85-ე დღეა „ჯორჯიან მანგანეზის“ კოროხნალის მაღაროსთან უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავენ და კომპანიისგან კომპენსაციას ითხოვენ.  

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]