weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

დღეს, 31 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნები ტარდება. საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა და კენჭისყრა საღამოს 8 საათამდე გაგრძელდება. ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნება აირჩიოს პარლამენტის 150 წევრი - 120 პროპორციული, ხოლო…

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცველებმა გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მეუღლისა და მეზობელის მკვლელობისა და კიდევ ორი მეზობლის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 56 წლის კაცი დააკავეს.

ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცებისა და იძულებით მათთვის ფულის გამოძალვის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს 4 პირი ჰყავს დაკავებული. მათგან 3 პანკისის ხეობის მკვიდრია - 26 წლის ბაქარ ფარეულიძე და ისლამ დუიშვილი, 22…

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში, კოვიდ-პანდემიის გამო, „სრული, ქვეყნის მასშტაბით ლოქდაუნი“ არ გამოცხადდება და იქნება წერტილოვანი შეზღუდვები.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მკვლელობა მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად მოკლულია ორი ადამიანი – ქალი და მამაკაცი. დაჭრილია ორი პირი. სავარაუდო დამნაშავე – მოკლული ქალის ქმარი, გაქცეულია და მას პოლიცია…

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნისა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელკეტებითა და ელექტროშოკებით აღჭურვილი ეკიპაჟები ჰყავს მობილიზებული. დღევანდელ ბრიფინგზე კობახიძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა არჩევნების დღეს მოსალოდნელ „პროვოკაციებზე“.

ცესკომ იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების სპეციალური სიები დაამტკიცა. გადასატანი ყუთის მეშვეობით 31 ოქტომბრის არჩევნებში სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი 10 845 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას.

არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ისინი იღებენ ვალდებულებას, არჩევნების შემდეგ არ შექმნან კოალიციური მთავრობა „ქართულ ოცნებასთან“ და მასთან ასოცირებულ პოლიტიკურ პარტიებთან.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მშვიდ გარემოში წარმართვის უზრუნველსაყოფად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჭიროების მიხედვით, საპოლიციო ძალების გადანაწილება ხდება.

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში ჩატარებაზე პასუხისმგებლობა ყველა პოლიტიკურმა მოთამაშემ უნდა აიღოს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]