weather cur horoscope tv
მაისი 20, 2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ზუგდიდში, 21 ოქტომბერს, „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე პირის ვინაობა დადგენილია და ის იდენტიფიცირებულია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვემო ქართლში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა დიდ შეკრებებს უკავშირდება. დღეს ქვემო ქართლში ვირუსით ინფიცირების 107 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პანდემიასთან საბრძოლველად ჯანდაცვის სექტორი მომზადებულია, თუმცა, მნიშვნელოვანია არა საწოლების რაოდენობა და სასუნთქი აპარატები, არამედ ექიმების რესურსი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთში, „საქართველოს ბანკთან“ 22 ოქტომბერს მომხდარი ძარცვა გახსნილია – ბრალდებულის სახით დაკავებულია 1986 წელს დაბადებული გ.მ..

24 ოქტომბრის მდგომარეობით, კახეთში კორონავირუსის 176 აქტიური შემთხვევაა. დაავადებათა კონტროლის ერვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ინფორმაციით, ინფიცირებულთაგან 28 მკურნალობს კოვიდ-კლინიკაში, 144 პირი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, ხოლო 4 პირი…

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ოთარ კახიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულია მისი მეუღლეც.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 31 ოქტომბრის არჩევნების ფინანსური მონიტორინგის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, პირველი სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, ყველა საარჩევნო სუბიექტმა შემოსავლის სახით მიიღო 23 846 652 ლარი მიიღო.…

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ახალი კადრები გავრცელდა. ვიდეოში ჩანს, როგორ გადასცემს შეიარაღებულ თავდამსხმელს თანხას სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა.

სამართალდამცავებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში მდებარე ერთ-ერთი ავტოგასამართი სადგურის დაყაჩაღების ბრალდებით ორი ახალგაზრდა თბილისში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები არიან 1997 წელს დაბადებული ხ.ს. და 1998 დაბადებული მ.ბ.

დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 1941 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1034 თბილისში ფიქსირდება. 320 ახალი შემთხვევაა აჭარაში, 258 კი – იმერეთში. დანარჩენ რეგიონებში არსებული ვითარება ასეთია:

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]