weather cur horoscope tv
მაისი 10, 2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ გაზიფიცირების სამთავრობო პროგრამა 2021-2024 წლებშიც გაგრძელდება, რის შედეგადაც ბუნებრივ აირი დამატებით 211 სოფელს მიეწოდება.

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 1824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 1262 კოვიდ-ინფიცირებული, ხოლო 23 გარდაიცვალა.

„ქართული ოცნებიდან“ ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სამველ მანუკიანი აცხადებს, რომ სოფელ დიდ სამსარში წინასაარჩევნო შეხვედრის შემდეგ თავს დაესხნენ და ცხვირი გაუტეხეს.

დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტს, მამა კირიონს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც მან „რეგინფოსთან“ განაცხადა, ვირუსი მარტივ ფორმებში გადააქვს და სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფება.

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარეს და ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, კახა კუკავას კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ის საჯარო კამპანიას წყვეტს. ამის შესახებ კუკავამ სოციალურ ქსელში დაწერა.

21 ოქტომბერს, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის საქმე ტერორიზმის მუხლებით გადაკვალიფიცირდა. ამ დრომდე გამოძიება ყაჩაღობის, მძევლად ხელში ჩაგდებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობდა.

რუსთავში დღეს, 26 ოქტომბერს, გარდაიცვალა 21 წლის კაცი, რომელმაც კოვიდ-სასტუმრო გუშინ დატოვა. გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსის, ამირან გოგიტიძის განცხადებით, მამაკაცი კორონავირუსისგან განკურნებული იყო.

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ დაადასტურა, რომ 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა. სამართალდამცავებს მისი ადგილსამყოფელი ჯერ არ დუდგენიათ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) გადაწყვეტილებით, თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადა 27 ოქტომბრის 14:00 საათამდე გახანგრძლივდა.

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტს, მეუფე სტეფანეს კორონავირუსი დაუდასტურდა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სასულიერო პირს ვირუსის სიმპტიმები არ აქვს და ის საკუთარ რეზიდენციაში იმყოფება.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]