weather cur horoscope tv
მაისი 02, 2024

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უშიშროების საბჭოს ახლად დანიშნულმა მდივანმა, ყოფილმა საგარეო საქმეთა და პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ გალის რაიონის მცხოვრებლების პასპორტიზაციის და ასევე, საქართველოსთან ურთიერთობის საკითხთან დაკავშირებით გამოცემა „ეხო კავკაზასთან“…

შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, მესტიის მუნიციპალიტეტში შესვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, გამოსვლის შემთხვევაში კი – მოქალაქეები ვალდებული იქნებიან, კარანტინი გაიარონ.

„არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს არის პროცესი, რომელიც ხასიათდება გარკვეული რიცხოვნობის ზრდით. ეს არ გახლავთ ის შესაძლო პიკი, რომელსაც ველოდებით შემოდგომაზე და კვლავ ვადასტურებ, რომ როგორც მსოფლიოს ყველა სხვა ქვეყანა, ჩვენც…

დმანისის მერი გიორგი ტატუაშვილი პარტია „ქართული ოცნებიდან“ გარიცხეს. როგორც „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გარიცხვის მიზეზი გიორგი ტატუაშვილის მიერ „კონკურენტი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის მხარდაჭერა“ გახდა.

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მესტიის მუნიციპალიტეტში შესვლა და იქიდან გამოსვლა იზღუდება. მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებიდან ტურისტებს საკარანტინო ზონებში გადაიყვანენ.

„სამწუხაროდ, ჩვენ გვიწევს მესტიის მუნიციპალიტეტში გარკევული სპეციალური ღონისძიებების მიღება“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვაზე, რომელიც მესტიაში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევის დაფიქსირებას ეხებოდა.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კომენტარი გააკეთა თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმის, ვახტანგ ყიფიანის მიმართ დაწყებულ სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით.

ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილი კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლენჯერში დაფიქსირდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილის, ნინო ვიბლიანის ინფორმაციით, 7 ინფიცირებული ადგილობრივია.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კახელი გლეხის შრომა იყოს დაფასებული“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელმაც თელავის ისტორიული მუზეუმის ეზოში შეკრებილ ხალხს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ქადაგიშვილი წარუდგინა.

მახინჯაურში წუხელ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის, არასრულწლოვანი. მსუბუქი ავტომობილი ტროტუართან მდგარ 7 ადამიანს დაეჯახა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]