weather cur horoscope tv
მაისი 02, 2024

განათლების სამინისტროს განცხადებით, დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს განახლდება. სამინისტროს ცნობით, 2084 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი სპეციალურად შემუშავებული წესებისა და რეკომენდაციების დაცვით დაიწყება. 

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 23 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 17 პაციენტი კი განიკურნა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა მესტიის მუნიციპალიტეტს, ლენჯერის თემს უკავშირდება.

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინფორმაციით, 1992-1993 წლებში, აფხაზეთის ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნეული 13 პირის ნეშტი ამოცნობილია. ოჯახებს ნეშტებს დღეს, 14 აგვისტოს გადასცემენ, ხოლო ხვალ სამების საკათედრო ტაძარში გამოსამშვიდობებელი ცერემონია…

ჩინეთის ორ ქალაქში იმპორტირებულ გაყინულ საკვებსა და საკვების შეფუთვაზე ახალი კორონავირუსული ინფექციის კვალი აღმოაჩინეს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს.

თბილისში 17 წლის ბიჭი გააუპატიურეს. შემთხვევა 12 აგვისტოს, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. პოლიციამ სავარაუდო დამნაშავე დაზარალებულის მიმართვის შემდეგ დააკავა.

დაუდგენელ ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ მუქარის შეტყობინებების გამო საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოებს მიმართავს და ოჯახის წევრების დაცვას სთხოვს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტი საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას სასამართლოში უჩივის. საქმე ეხება მონიტორინგის ანგარიშს, რომელიც ქარტიამ 20 ივლისს გამოაქვეყნა.

საქართველოში კორონავირუსის დღეს დადასტურებული ხუთი ახალი შემთხვევიდან ორი მესტიის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ორივე ინფიცირებულს ლენჯერის თემთან აქვს კავშირი.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, რაჭაში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის სრულფასოვან აღდგენს დრო დასჭირდება და ეს პროცესი დაახლოებით 2021 წლის გაზაფხულამდე გაგრძელდება.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]