weather cur horoscope tv
მაისი 02, 2024

საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა 30 სექტემბრის ჩათვლით გახანგრძლივდა. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუდასტურებელ მიმართულებებზე/რეისებზე ბილეთების შეძენისგან თავი შეიკავონ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა თბილისში, მტკვარში, „ბაუჰაუს“ ბარიდან დაკარგული ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. მაშველებმა ცხედარი ბარის მიმდებარედ ნახეს.

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, თბილისიდან მინსკში, სამთავრობო რეისით, გუშინ საქართველოს ელჩი გაფრინდა, რაც სახელმწიფოს მხრიდან დროული გადაწყვეტილება იყო.

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სამთავრობო თვითმფრინავით, რომელიც გუშინ, 16 აგვისტოს თბილისიდან მინსკის მიმართულებით გაფრინდა, ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვალერი კვარაცხელიამ იმგზავრა.

კორონავირუსის დღეს დადასტურებული ხუთი ახალი შემთხვევიდან სამი აჭარაში გამოვლინდა. აქედან ორ ადამიანს კაფე „ჰავანას“ ინფიცირებულ თანამშრომელთან ჰქონდა კონტაქტი, ხოლო ერთს ვირუსი კარანტინში დაუდასტურდა. ისინი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კულიკამის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს და თანასოფლელების პოლიციაში დაბარება გააპროტესტეს. საქმე ეხება 27 წლის მამაკაცის მკვლელობას, რასაც ახალქალაქში არეულობა და რამდენიმე სახლის გადაწვა მოჰყვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ფონიჭალაში, 15 აგვისტოს, გვიან ღამით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით 1995 წელს დაბადებული პ.გ. დააკავეს. ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი, მათ შორის, 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა.

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანჩხალოში „ლიბერთი ბანკის“ გამსვლელ მოლარე-ოპერატორს, 64 წლის კაცს თავს დაესხნენ, ხეზე მიაბეს, სცემეს და დააყაჩაღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ 26 და 24 წლის მამაკაცები დააკავა.

ჯანდაცვის სამინისტრომ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლის ადმინისტრაციისთვის, მშობლებისა და მოსწავლეებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. აღნიშნული რეკომენდაციების დაცვით ახალი სასწავლო წლის დაწყება 15 სექტემბრიდან, 2084 საჯარო სკოლაში იგეგმება.

ფონიჭალაში მომხდარი ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 25 წლის ქალი და ორი ბავშვია. ავტოავარია 15 აგვისტოს, გვიან ღამით მოხდა. ერთი არასრულწლოვანი „ნიუ ჰოსპიტალსის“ რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]