weather cur horoscope tv
მაისი 05, 2024

სკოლებში ჩინური ენის შესწავლა იქნება შესაძლებელი

23:24 პარასკევი, 15 თებერვალი 2019

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის მიზანს საქართველოში ჩინური ენის პოპულარიზაცია და სწავლების ხელშეწყობა წარმოადგენს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმს საფუძვლად უდევს საქართველოსა და ჩინეთს შორის განათლების სფეროში ხელმოწერილი შეთანხმება, რომელიც განათლების ყველა მიმართულებით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავებასა და განვითარებას, საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კონტაქტების დამყარებას, გაცვლით პროგრამებში აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების მონაწილეობას ითვალისწინებს.

„მემორანდუმი ხელს შეუწყობს ჩინეთთან განათლების სფეროში თანამშრომლობის უფრო მეტად გაძლიერებას. ამავდროულად, ქართულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაძლებლობას მისცემს, ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად, მოსწავლეებს ჩინური ენის სწავლება შესთავაზონ“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის თქმით, ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა და მათთან განათლებისა და მეცნიერებით კუთხით თანამშრომლობა, უმნიშვნელოვანესია.

„სურვილის შემთხვევაში, ახალგაზრდებს მიეცემათ შესაძლებლობა ჩინური ენა ისწავლონ, რაც მათ მომავლში საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ეკონომიკურ პარტნიორთან წარმატებულ ურთიერთობასა და ქართულ-ჩინური ბიზნესპროექტების განხორციელებაში დაეხმარებათ“, – განაცხადა მინისტრმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]