weather cur horoscope tv
მაისი 15, 2024

მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში 700 000 განცხადება წარმატებით დარეგისტრირდა

17:27 ოთხშაბათი, 14 აგვისტო 2019

მიწის რეგისტრაციის რეფორმის ამოქმედებიდან სამი წლის განმავლობაში, გამარტივებული და ხელმისაწვდომი პროცედურებით, 700 000 განცხადება წარმატებით დარეგისტრირდა.

რეფორმის ფარგლებში, შესაბამისი განაცხადისა და აზომვითი ნახაზის წარმოდგენის შემდეგ, ყველა პროცედურას, რაც საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვისთვის არის საჭირო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფასოდ ახორციელებს.

კერძოდ, რეფორმის ფარგლებში, უფასოა შემდეგი სერვისები: საჯარო რეესტრის მიერ მოქალაქის ინტერესში დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება; სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია, საკადასტრო აზომვითი ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დაზუსტება.

რეგისტრაციისთვის საჭირო სერვისების მიღებაში საჯარო რეესტრი მოქალაქეებს პროაქტიულად ეხმარება. ამ ეტაპზე, საკუთრების აღიარებისთვის შესაბამის კომისიაში საჯარო რეესტრიდან 28 ათასამდე განცხადებაა გაგზავნილი, 54 000-მდე განცხადებაზე საჯარო რეესტრი მოქალაქის ნაცვლად უფლებისდამდგენ დოკუმენტაციას სხვადასხვა უწყებაში თავად იძიებს. ასევე სადავო მიწის ნაკვეთებზე ნოტარიუსთან უფასო მედიაციას საჯარო რეესტრი მოქალაქეებს თავად უნიშნავს, რის შედეგადაც 1741 კომპლექსური საქმე მორიგებით დასრულდა. (მუდმივად განახლებადი მონაცემები განთავსებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე https://napr.gov.ge/chart ).

კანონი მიწის რეგისტრაციის რეფორმის შესახებ, რომელმაც მიწის რეგისტრაცია გაამარტივა და მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადა, 2016 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა და 2020 წლის 1 იანვრამდე გრძელდება.

მიწის ნაკვეთების რეგისტრაციისთვის მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ საჯარო რეესტრის ფილიალებს, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს.

[R] საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]