weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

ზუგდიდში ცოლ-ქმარი „ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის“ აკრძალვას ითხოვს

13:10 ხუთშაბათი, 22 აგვისტო 2019

ზუგდიდელი ბიზნესმენი გიორგი ბერიშვილი და მისი მეუღლე თამარ გვაგვალია ჰომოფობიური ინიციატივით გამოვიდნენ და „ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის“ აკრძალვის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. ამის შესახებ ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტო „ლაივპრესი“ წერს.

მიმართვაზე, რომელზეც მოქალაქეებს ხელს აწერინებენ, ვკითხულობთ:

„ჩვენ ქვემორე ხელმომწერნი ვითხოვთ:

1. საქართველოს კანონმდებლობიდან სრულად, მათ შორის ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონიდან ამოღებულ იქნას სოდომური ცოდვის დამაკანონებელი ტერმინები: „გენდერული იდენტობა და გამოხატვა“ და „სექსუალური ორიენტაცია“.

2. საქართველოს კანონმდებლობით განისაზღვროს, რომ სოდომია (ლგბტქი...) არის ნორმიდან გადახრა, გარყვნილება და აიკრძალოს მისი ნებისმიერი ფორმით გასაჯაროება, გავრცელება, პროპაგანდა, ნორმად გამოცხადება (მათ შორის აღლუმებით, მედიით, სიმბოლიკის გამოყენებით, განათლების სისტემით და ა.შ.)“.

როგორც ცოლ-ქმარმა „ლაივპრესს“ უთხრა, თანამოაზრეებთან ერთად, ქალაქის სხვადასხვა უბანში აქციების გამართვას გეგმავენ. მათივე თქმით, ოჯახის ღირსების დასაცავად საკუთარი ინიციატივით და ეპისკოპოს გერასიმეს ლოცვა-კურთხევით გამოვიდნენ.

Livepress.ge

სამეგრელოს რეგიონის ახალი ამბების პორტალი. ინტერნეტგამოცემა livepress.ge მკითხველს აფხაზეთის ამბებსაც აცნობს. სააგენტო ინფორმაციას ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენებზე ავრცელებს. გამოცემას ააიპ „მედია ფონდი“ ამუშავებს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]