weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

სრულად დაფინანსებული ფაკულტეტები და ადგილების რაოდენობა ცნობილია

23:22 ოთხშაბათი, 02 აგვისტო 2017

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული ფაკულტეტების/საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი და ამავე ფაკულტეტებზე/საგანმანათლებლო პროგრამებზე დაფინანსებული ადგილების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.

წელს სახელმწიფო სრულად დააფინანსებს 79 საგანმანათლებლო პროგრამას, სადაც სწავლის საშუალება 5655 სტუდენტს ექნება.

დაფინანსებული ფაკულტეტების/საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი და დასაფინანსებელი ადგილების რაოდენობა ასე გადანაწილდა:

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - 8 ფაკულტეტი/საგანმანათლებლო პროგრამა, 350 ადგილი;
  • აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 14 ფაკულტეტი/საგანმანათლებლო პროგრამა, 970 ადგილი;
  • სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 5 ფაკულტეტი/საგანმანათლებლო პროგრამა, 320 ადგილი;
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 7 ფაკულტეტი/საგანმანათლებლო პროგრამა, 230 ადგილი;
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 10 ფაკულტეტი/საგანმანათლებლო პროგრამა, 460 ადგილი;
  • სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 8 ფაკულტეტი/საგანმანათლებლო პროგრამა, 200 ადგილი;
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 10 ფაკულტეტი/საგანმანათლებლო პროგრამა, 1225 ადგილი;
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - 18 ფაკულტეტი/საგანმანათლებლო პროგრამა, 1900 ადგილი;

როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ფაკულტეტების/საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი და დაფინანსების წესის პროექტი დამტკიცდება უახლოეს მომავალში, ინფორმაციის დამტკიცებამდე მონაცემები კი აბიტურიენტების ინტერესების გათვალისწინებით ქვეყნდება.  

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი იხილეთ აქ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]