weather cur horoscope tv
მაისი 03, 2024

ნუ მივალთ ბებიებთან და ბაბუებთან, ყველამ თავის ოჯახში აღნიშნოს ახალი წელი – იმნაძე

12:48 პარასკევი, 25 დეკემბერი 2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე მოსახლეობას ახალი წლის მაქსიმალურად ვიწრო წრეში, ოჯახში აღნიშვნისკენ მოუწოდებს.

„ნუ მივალთ შვილიშვილებთანაც კი, ნუ მივალთ ჩვენს ბებიებთან და ბაბუებთან, ყველამ თავის ოჯახში აღნიშნოს ახალი წელი. სამწუხაროდ, ეს ახალი წელი, ალბათ, გამონაკლისი იქნება მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე ყველა სხვა ახალი წლისგან იმით, რომ გვიკრძალავს ჩვენი ახლობლების ნახვასაც კი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსზე 13 655 კვლევა ჩატარდა, რის შედეგადაც ინფიცირება 1881 ადამიანს დაუდასტურდა. როგორც პაატა იმნაძემ განაცხადა, გამოკვლევებზე მიმართვიანობა ეცემა. მისი თქმით, სახელმწიფოს შეუძლია დღეში 20-22 ტესტი ჩაატაროს.

„სამწუხაროდ 14 ათასამდე ჩამოვიდა. თავიდან ადამიანები აქტიურად მიდიოდნენ, ახლა, ეტყობა, ნაკლებად მიდიან. ძალიან ვთხოვ ყველას, ვისაც ცოტა მაინც რაღაც სიმპტომები ექნება, აუცილებლად მივიდეს და ჩაიტაროს ტესტი“, – აღნიშნა იმნაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]