weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

შეიძლება ხუთი მუხლი დაემატოს, შეიძლება არაფერი – შს მინისტრი გარეჯში თავდასხმის გამოძიებაზე

10:34 ოთხშაბათი, 05 მაისი 2021

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, დავით გარეჯის სამონატრო კომპლექსის ტერიტორიაზე ივერი მელაშვილსა და ჟურნალისტებზე თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია და მასში მონაწილე პირები იმის მიხედვით დაისჯებიან, რაც დადგინდება.

შეკითხვაზე, რატომ მიმდინარეობს გამოძიება მხოლოდ ძალადობის და არა ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლით, გომელაურმა თქვა, რომ რა ფაქტიც ჰქონდათ გამომძიებლებს, სავარაუდოდ, იმის მიხედვით დაიწყეს გამოძიება.

„ამაზე მე დაზუსტებით ვერ მოგახსნებეთ იქიდან გამომდინარე, რომ პროკურატურამ უნდა იმსჯელოს უკვე კვალიფიკაციის შეცვლაზე. გუშინ რაც მოხდა, გამოძიება დავიწყეთ, იცით. ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ყველანაირი ძალადობა არის მიუღებელი, მით უმეტეს, ჟურნალისტებზე და ასევე, მოქალაქეებზე. გამოძიებიდან გამომდინარე რაც დადგინდება, დაისჯებიან შესაბამისად კანონის.

რაც ჰქონდათ ფაქტი, სავარაუდოდ, იქიდან გამომდინარე დაიწყო. მე არ ვარ გამომძიებელი, ვარ შინაგან საქმეთა მინისტრი და მომახსენეს, რომ დავიწყეთ გამოძიებაო ფაქტიდან გამომდინარე. ნახავენ კადრებს. იქიდან გამომდინარე, შეიძლება ხუთი მუხლი დაემატოს, შეიძლება - არაფერი“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილი და „მთავარი არხის“ გადამღები ჯგუფი გუშინ, 4 მაისს დავით გარეჯის მამათა მონასტერთან გადაღებაზე იმყოფებოდნენ, როდესაც თავს დაესხნენ. ჟურნალისტ ნინუცა კეკელიამ ინციდენტის შემდეგ პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს განაცხადა, რომ სასულიერო პირებმა ივერი მელაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, მას და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ვიდეოკამერა კი დააზიანეს. ჟურნალისტის თქმით, სასულიერო პირები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ. დაპირისპირება მონასტრის ტერიტორიის დატოვების შემდეგაც გაგრძელდა – საგარეჯოსკენ მიმავალ გადამღები ჯგუფის ავტომობილს გზა სოფელ უდაბნოში მოქალაქეებმა გადაუკეტეს. ისინი ივერი მელაშვილს ემუქრებოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ გარეჯის ტერიტორიაზე მეორედ აღარ მისულიყო.

პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ჟურნალისტები ითხოვენ, გამოძიება მათ პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლითაც წარიმართოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]