weather cur horoscope tv
მაისი 02, 2024

აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიის ქართველ კურსდამთავრებულებს დიპლომები ბაიდენმა გადასცა

14:44 პარასკევი, 21 მაისი 2021

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიის (United States Coast Guard Academy – USCGA) კურსდამთავებულებს სწავლის წარმატებით დასრულება მიულოცა. აკადემია წელს 240 კურსანტმა დაასრულა. 7 უცხოელ კურსდამთავრებულს შორის ორი ქართველი - ნიკოლოზ ტვილდიანი და სანდრო სტაჟაძე არიან.

საზეიმო ცერემონია კონექტიკუტის შტატში, ქალაქ ნიუ ლონდონში გაიმართა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯი ბაიდენმა ამერიკული აკადემიის ქართველ კურსდამთავრებულებს დიპლომები შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსთან, პოლკოვნიკ ნიკოლოზ შარაძესთან და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორთან, I რანგის კაპიტან რამაზ პაპიძესთან ერთად გადასცა.

„ნიკოლოზ ტვილდიანი და სანდრო სტაჟაძე აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გაგზავნილი პირველი კადეტები არიან, რომლებიც, საბაკალავრო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ სანაპირო დაცვის რიგებში იმსახურებენ.

სანაპირო დაცვის აკადემია ამერიკის საუკეთესო სამხედრო აკადემიების ათეულში შედის. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო USCGA–ში ჩაბარების მსურველთა შესარჩევ პროცესში, თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე, 2017 წელს პირველად ჩაერთო. რთული კონკურსის გავლის შემდეგ, USCGA–ში სწავლის უფლება, ოთხი წლის წინ, მხოლოდ ნიკოლოზ ტვილდიანმა და სანდრო სტაჟაძემ მოიპოვეს“, – აცხადებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]