weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

ავღანეთის სამშვიდობო მისიიდან ქართველი სამხედროების დაბრუნება დაიწყო

16:03 პარასკევი, 21 მაისი 2021

საქართველოს თავდაცვის ძალების ავღანეთიდან გამოსვლის პროცესი დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული პირველი ქვედანაყოფია, რომელიც ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან სამშობლოში დაბრუნდა.

ქართული კონტინგენტი ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში, მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ ასრულებდა.

ქართველი მშვიდობისმყოფელების საერთაშორისო მისიიდან დაბრუნება ვაზიანში, მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე საზეიმოდ აღინიშნა. სამშვიდობო მისიაში ღირსეულად მონაწილეობისთვის, 11 სამხედრო მოსამსახურე მედლით „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის“ დააჯილდოვეს. 

ნატომ მიიღო გადაწყვეტილება, მიმდინარე წლის სექტემბრამდე, ეტაპობრივად დაასრულოს ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია. საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები ავღანეთს ნატო-სთან შეთანხმებული გრაფიკით ტოვებენ.

2004 წლიდან დღემდე, სხვადასხვა როტაციის ფარგლებში (ISAF, RSM), ავღანეთში განხორციელებულ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა 20 ათასზე მეტმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მთელი ამ წლების განმავლობაში, 32 სამხედრო დაიღუპა და არაერთი დაიჭრა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]