weather cur horoscope tv
მაისი 09, 2024

სამხრეთაფრიკული შტამის საეჭვო შემთხვევაზე დაკვირვება მიმდინარეობს – გამყრელიძე

18:36 ორშაბათი, 31 მაისი 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ე.წ. სამხრეთაფრიკულ შტამთან დაკავშირებით კვლევა მიმდინარეობს.

„გიდასტურებთ, რომ სამხრეთაფრიკული შტამის ერთ-ერთ საეჭვო შემთხვევაზე მიმდინარეობს დაკვირვება ჩვენთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრში. მიმდინარეობს ამ საეჭვო შემთხვევის გენეტიკური ანალიზი, ანუ სექვენირება ნიმუშის. რაც შეეხება არის თუ არაკლინიკურად მეტად მძიმე, გეტყვით რომ არა, მით უმეტეს ის შეადრებით ნაკლებად არის გავრცელებული“, – განაცხადა გამყრელიძემ.

რამდენიმე დღის წინ საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი გამოვლინდა. ვირუსი აღმოსავლეთის ერთი და იმავე ქვეყნიდან შემოსულ ხუთ ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგან სამი საქართველოს მოქალაქეა. ამირან გამყრელიძემ მაშინ განმარტა, რომ სხვადასხვა შტამების გამოჩენა შესაძლებელია, რადგან მოგზაურობა გაადვილებული, გადაადგილება კი უფრო ინტენსიურია.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ოფიციალურად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დღემდე ვირუსი 343 963 ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგან 327 618 უკვე გამოჯანმრთელდა. ვირუსს ჯამში 4773 პირი ემსხვერპლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]