weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

ხელვაჩაურში, სადაც ოჯახს ასახლებენ, კაცმა თავის დაწვა სცადა და ჭრილობა მიიყენა

13:43 ხუთშაბათი, 15 ივლისი 2021
კადრი აჭარის ტელევიზიის ვიდეომასალიდან კადრი აჭარის ტელევიზიის ვიდეომასალიდან

ხელვაჩაურში, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები ოჯახს საცხოვრებელი სახლიდან ასახლებენ. დღეს, ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა, მურად ჯაყელმა პროტესტის ნიშნად ბენზინი გადაისხა და მუცლის არეში დანით ჭრილობა მიიყენა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ჯაყელებს სახლი, სადაც 30 წელზე მეტია ცხოვრობენ და მიწის ნაკვეთი სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩამოერთვათ. ქონება საავტომობილო გზების დეპარტამენტს გადაეცა, რომელიც შემოვლით გზას აშენებს და ამისთვის სახლის დანგრევას აპირებს. ადვოკატმა „აჭარის ტელევიზიასთან“ განაცხადა, რომ სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილების მიღების უფლება არ ჰქონდა, რადგან სახლი დაყადაღებული იყო და შესაბამისად, მისი განკარგვა არ შეიძლებოდა.

რამდენიმე თვეა, ჯაყელები საავტომობილო გზის მშენებლობის გამო სახლის სახელმწიფოსთვის გადაცემას აპროტესტებენ. ისინი აცხადებდნენ, რომ მიღებული კომპენსაცია ქონების საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებია.

„რუსეთი ჩემი ქვეყნის ოკუპანტია, „ქართული ოცნება“ ჩემი ოჯახის“, – წერია ბანერზე, რომელიც ჯაყელებს სახლთან აქვთ გაკრული.  

აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ჯაყელების ოჯახს სახლი საკუთრებაში რეგისტრირებული არ ჰქონდა, გზების დეპარტამენტმა დაახლოებით 200 ათასი ლარი კომპენსაციის სახით გადაუხადა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]