weather cur horoscope tv
მაისი 02, 2024

საქართველოში 5-ჯერ უფრო მძიმე სიტუაციაა, ვიდრე ინდოეთში იყო – იმნაძე

13:48 პარასკევი, 13 აგვისტო 2021

„მთელი პანდემიის მანძილზე, დღეს ჩვენ გვაქვს რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი ერთდროულად არსებული პაციენტებისა. დღეს, ქვეყანში, 50 ათასი ადამიანია ერთდროულად დაინფიცირებული“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ განაცხადა.

პაატა იმნაძის თქმით, დღეს ყოველი მე-60 მოქალაქე კოვიდ-ინფიცირებულია.

„ინფიცირების შემთხვევები შეიძლება იყოს 20-25%-ით მეტი. ეს არიან ადამიანები, რომლებიც ჯერ არ ვიცით, რომ ინფიცირებულები არიან. თუ ამას გადავიანგარიშებთ, გამოვა, რომ დღეს ყოველი 50-ე, მე-60 ჩვენი თანამოქალაქე არის ინფიცირებული. ეს არის რეალობა, რომელიც საკმაოდ მძიმეა. შესადარებლად, ეს არის დაახლოებით 5-ჯერ უფრო მძიმე სიტუაცია (თუ 100 ათას მოსახლეზე გადავითვლით), ვიდრე ინდოეთში იყო. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ჯერ კიდევ უძლებს. შეზღუდვები, რომლებიც ხვალიდან შევა ძალაში, სწორედ იმისთვის არის, რომ ყველაფერს აქვს საზღვარი. ჩემი კოლეგები წელიწადნახევარია ამ ომში არიან ჩარტული და ძალიან ბევრი მათგანი ათენებს და აღამებს საავადმყოფოში. ამ ადამიანების ფიზიკური რესურსებიც ამოწურვადია. აქედან გამომდინარე, საჭირო გახდა შეზღუდვები“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 5359 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 42 ადამიანი კი გარდაიცვალა. ქვეყანაში ინფიცირების 50 192 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 6635 ინფიცირებული საავადმყოფოში მკურნალობს. ამ ეტაპზე 1327 მძიმე პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 326 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]