weather cur horoscope tv
მაისი 03, 2024

კორონავირუსის 5021 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 58 ადამიანი გარდაიცვალა

11:46 ოთხშაბათი, 25 აგვისტო 2021

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ჩატარებული 53 747 ტესტის შედეგად, საქართველოში კორონავირუსის 5021 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 58 ინფიცირებული, 5041 კი გამოჯანმრთელდა.

ტესტდადებითობის დღიური მაჩვენებელი 9.52%-ია, ბოლო 14 დღის – 10.84%, ხოლო 7 დღის – 10.57%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5021 ახალი შემთხვევიდან თბილისში 2030 ფიქსირდება, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

აჭარა – 599

იმერეთი – 598

კახეთი – 446

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 336

ქვემო ქართლი – 333

შიდა ქართლი – 331

მცხეთა-მთიანეთი – 114

გურია – 111

სამცხე-ჯავახეთი – 90

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 33

საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, კორონავირუსი სულ 528 043-ს ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 463 306 გამოჯანმრთელდა, 6949 კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე, ქვეყანაში ინფიცირების 57 762 მიმდინარე აქტიური შემთხვევა, საიდანაც:

  • 47 102 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 7356 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3107, აჭარაში – 1046, იმერეთში – 1102. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1556 პირი, მათ შორის, თბილისში – 622, აჭარაში – 164, იმერეთში – 353. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 384 პაციენტი;
  • 304 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცმეებით, გუშინ, 24 აგვისტოს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 28 196 ადამიანმა გაიკეთა. ქვეყანაში ჩატარებულია 1 038 292 აცრა. სულ მცირე ერთი დოზით ვაქცინირებულია 719 380 ადამიანი (მოზრდილი მოსახლეობის 25.2%), ხოლო სრულად (ორივე დოზით) – 318 912 (მოზრდილი მოსახლეობის 11.2%).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]