weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

კორონავირუსით 79 ადამიანი დაიღუპა, გამოვლინდა 4128 ახალი შემთხვევა

10:48 ხუთშაბათი, 26 აგვისტო 2021

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ჩატარებული 43 653 ტესტის შედეგად, კორონავირუსით ინფიცირების 4128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 79 ადამიანი, 5611 კი გამოჯანმრთელდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ინფიცირების 1540 შემთხვევა თბილისში ფიქსირდება, ხოლო რეგიონების მიხედვით შემდეგი მონაცემებია: აჭარა – 494, იმერეთი – 462, კახეთი – 361, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 334, ქვემო ქართლი – 312, შიდა ქართლი – 274, გურია – 119, მცხეთა-მთიანეთი – 102, სამცხე-ჯავახეთი – 99, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 31.

საქართველოში კოვიდპანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსი ჯამში 532 171 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 468 917 გამოჯანმრთელდა, 7028 კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ინფიცირების 56 200 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 45 495 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის;
  • 7357 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. 1563 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 361 პირი;
  • 3348 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ქვეყანაში 1 065 848 აცრაა ჩატარებული. აქედან 26 700 – გუშინ. სულ მცირე ერთი დოზით 734 112 ადამიანია ვაქცინირებული, რაც მოზრდილი მოსახლეობის 25.7%-ია. სრულად ვაქცინირებულია 331 736 ადამიანი (მოზრდილი მოსახლეობის 11.6%)

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]