weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

24 წლის კოვიდინფიცირებული ქალი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა

11:29 ხუთშაბათი, 26 აგვისტო 2021

24 წლის თეა ბარამიძე, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული, ქუთაისის კლინიკაში მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. ის ვაქცინირებული არ იყო.

თეა ბარამიძე ​ბათუმიდან ქუთაისში 20 აგვისტოს გადაიყვანეს.

„კატასტროფის ბრიგადის მიერ ბათუმის სამშობიარო სახლიდან გადმოყვანილი იქნა 24 წლის გოგონა, 36 კვირის ორსულობის ვადაზე. ჰქონდა ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ჩატარდა საკეისრო კვეთა, რის შემდეგაც მელოგინე გადაყვანილი იქნა რეანიმაცია-ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. რამდენიმე დღე გადიოდა მკურნალობას. მდგომარეობის გაუარესებიდან გამომდინარე, გუშინ ქალბატონი გარდაიცვალა“, – განაცხადა კლინიკა „ბომონდის“ წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან.

ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

ბოლო დღე-ღამის განმავლობში საქართველოში კორონავირუსით 79 ადამიანი დაიღუპა და დადასტურდა ინფიცირების 4128 ახალი შემთხვევა. თბილისის შემდეგ, ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აჭარაში, იმერეთსა და კახეთში ფიქსირდება. დღეის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 56 200 აქტიური შემთხვევაა. 7357 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. 1563 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 361 პირი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]