weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

ზაზა სარალიძის თქმით, ღარიბაშვილის კრიტიკის შემდეგ ცოლ-შვილის გაუპატიურებით ემუქრებიან

23:35 სამშაბათი, 30 ნოემბერი 2021

2017 წელს მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ კრიტიკული პოსტის შემდეგ მუქარის შემცველ შეტყობინებებს იღებს. 

ამ საკითხზე ზაზა სარალიძემ და მისმა ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „რეაქცია“ ისაუბრეს.

„დღეს კიდევ ერთი ბიძა დავასაფლავე, ჩემი გამზრდელი ბიძა რის გამოც დაიმსახურა ღარიბაშვილმა ჩემი შეურაცხყოფა და დაიმსახურებს ყოველთვის, რამდენი ადამიანიც გარდაიცვლება დღეში კოვიდით. ეს არის პირდაპირ ღარიბაშვილის პასუხისმგებლობა. ღარიბაშვილი არის ერთი დიდი ოჯახის ხელმძღვანელი. როცა ხელმძღვანელის დაუდევრობით ადამიანი კვდება, ვის კისერზეა? ეს არის, რა თქმა უნდა, ოჯახის უფროსის კისერზე.

ძალიან ბევრი ნათესავი დავკარგე, მამიდაშვილი დავკარგე, ბევრი ადამიანი დავკარგე, ამან გამოიწვია ჩემი გაღიზიანება ღარიბაშვილის მიმართ და იმის მაგივრად, ჩემთვის ეკითხათ, რა მოხდა, ვიღაცები მომიგზავნეს და ცოლ-შვილის გაუპატიურებითა და რაღაცებით მემუქრებიან. ესენი არიან არანორმალურები აბსოლუტურად ყველა“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ადვოკატის თქმით, ზაზა სარალიძე მუქარის შეტყობინებებს ღარიბაშვილის გარემოცვის წევრებისგან იღებდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]