weather cur horoscope tv
მაისი 03, 2024

სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება

13:33 ორშაბათი, 13 დეკემბერი 2021

საქართველოს საჯარო სკოლებში 2021-2022 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება. სწავლა 17 იანვარს, ორშაბათს განახლდება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების კუთხით სკოლებში სტაბილური ვითარებაა და ბოლო ორი კვირის განმავლობაში დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლების რიცხვი იკლებს. 

„ბოლო შვიდი დღის მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 89 სკოლა და 398 ცალკეული კლასი. საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე რისკის ჯგუფის 110 მასწავლებელია.

შემცირებულია ინფიცირებულ პედაგოგთა რიცხვი. ბოლო შვიდი დღის მონაცემებით, კორონავირუსი მასწავლებლების 0.6%-ს დაუდასტურდა, ხოლო მოსწავლეების – 0.3%-ს“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში. 

ამ ეტაპისთვის, კორონავირუსის საწინააღმდეგოდ მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 71.7%-ია აცრილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]