weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

თბილისში ქმარმა ორსული ცოლი მოკლა

23:35 ოთხშაბათი, 22 დეკემბერი 2021

თბილისში, ვარკეთილში, ახალგაზრდა მამაკაცმა ხუთი თვის ორსული ცოლი მოკლა. არსებული ინფორმაციით, ქალს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს.

პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული უკვე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს.

საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ 2021 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის შეჯამებისას განაცხადა, რომ ფემიციდის სტატისტიკა კვლავ საგანგაშოა.

„2021 წლის 9 თვის განმავლობაში (იანვარი - სექტემბერი) 13 ქალის მკვლელობის ფაქტი დაფიქსირდა, საიდანაც 5 შემთხვევაში ოჯახური დანაშაულის ნიშანი გამოიკვეთა, ხოლო 8 შემთხვევაში - სხვა მოტივი. მიმდინარე წელს, ასევე 20 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი დაფიქსირდა, რომელთაგანაც ოჯახური დანაშაულის ნიშნით 11 ფაქტი იყო ჩადენილი.

ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით პრობლემად რჩება ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებების გატარება, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სისტემის გაუმჯობესება და ქალთა ეკონომიკური დამოუკიდებლობის შესაძლებლობების შექმნა“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]