weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

რუსთავში სატვირთო მანქანა 14 წლის ბიჭს დაეჯახა

17:34 ოთხშაბათი, 18 ოქტომბერი 2017
რუსთავში სატვირთო მანქანა 14 წლის ბიჭს დაეჯახა ფოტო © ირაკლი დანელია

რუსთავში, მე-19 მიკრო-რაიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 14 წლის ბიჭი დაშავდა. მას „კამაზის“ მარკის სატვირთო მანქანა დაეჯახა. ორივე ქვედა კიდურის ტრავმებით დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ექიმების ინფორმაციით, ბიჭს მძიმე ტრავმული დაზიანებები აქვს და პლასტიკური ქირურგიული ჩარევის საჭიროების გამო სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაყვანას საჭიროებს.

სატვირთო მანქანის მძღოლმა „ინფო რუსთავთან“ განაცხადა, რომ მას საგზაო მოძრაობის წესები არ დაურღვევია და შუქნიშნის მწვანე შუქზე მოძრაობდა, როდესაც ბიჭმა წინ გადაურბინა.

ავტოსაგზაო შემთხვავასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]