weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

ცოლის ქამრით ცემაში ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

14:27 ხუთშაბათი, 19 ოქტომბერი 2017
ცოლის ქამრით ცემაში ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა ფოტო © "სამხრეთის კარიბჭე"

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ცოლის ქამრით ცემაში ბრალდებული 27 წლის გ.კ. სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა. მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა ის ცემაში დამნაშავედ ცნო, სამთვიანი პატიმრობა და 1 წლიანი პირობითი მსჯავრი შეუფარდა, თუმცა რადგან გ.კ.-ს სამი თვე წინასწარი პატიმრობის სახით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკვე გატარებული ჰქონდა, ის დარბაზიდან გათავისუფლდა.

„ჩემთვის ძალიან სასიხარულოა დღევანდელი დღე, რადგან ოჯახს დავუბრუნდი. მოსამართლის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო - მეგონა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უფრო მეტ ხანს გავატარებდი“, - განაცხადა გ.კ.-მ სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ. 

შეგახსენებთ, 27 წლის მამაკაცს ბრალი ედებოდა იმ ქალის ცემაში, ვისთან ერთადაც ორი წელია ცხოვრობს და მცირეწლოვანი შვილიც ჰყავს. პროკურორის ინფორმაციით, მამაკაცი ქალის ცემაში დაპატიმრებამდეც იყო მხილებული, 30 აპრილსა და 8 ივნისს შემაკავებელი ორდერებიც გამოიყენეს, თუმცა 23 ივლისს ცოლი ქამრით სცემა. 

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება). დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]